საზოგადოება
ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა მოზარდისთვის

sportiდღეს, 21 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში მოქმედი ყველა სპორტული ფედერაცია ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს სკოლებში მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონის გაუმჯობესებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

როგორც საქინფორმში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდანაც ჩანს, სპორტის ბევრი სახეობა თითქმის ენთუზიაზმით მუშაობს და ქველმოქმედების იმედადაა დარჩენილი. ძველი თაობის სპორტსმენები სკოლის ასაკის ბავშვებზე იმთავითვე ზრუნავენ, რომ სპორტში ჩააბან და ამ თვალსაზრისით მოზარდები ქუჩას აარიდონ. თუ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი გაითვალისწინებს იმასაც, რომ დღეს სპორტული ტრადიციის გამგრძელებელი არაერთი სახეობა თითქმის სულს ღაფავს და სამინისტროსგანაც ექნება მატერიალური მხარდაჭერა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება და წარმატების შანსიც მეტად გაეზრდება საქართველოს, არ დაეკარგოს ქვეყანას მომავალი ვარსკვლავები.