უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 14 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში განიკურნა 740 ადამიანი.

საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ს 2 864 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 11 834 ადამიანი.

სომხეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

1tv.ge