სამართალი
სერგო ჩიხლაძე - რაც დრო გადის, მოლაპარაკებების ფანჯარა სულ უფრო იხურება

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. რაც დრო გადის, მოლაპარაკებების სივრცე და ფანჯარა სულ უფრო იხურება და ნაკლები შანსი რჩება, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ დროულად გადმოდგან ნაბიჯები მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გარეშე ქვეყანაში ვერცერთი საკითხი ვერ გადაწყდება.

„მეხუთე რაუნდზე სიახლე ამ ეტაპისთვის არ არის. თვეზე მეტია ოპოზიცია ვართ მოლოდინის რეჟიმში, ასევე ფასილიტატორი ელჩები და რაც დრო გადის მოლაპარაკებების სივრცე და ფანჯარა სულ უფრო იხურება და ნაკლები შანსი რჩება. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ დროულად გადმოდგან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ნაბიჯები და მოვიდეს რაციონალური წინადადებით, რომელზეც დავილაპარაკებთ, შეთანხმება შედგება და კომპრომისის გზით პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწევთ იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გარეშე ყველა სხვა საკითხი უბრალოდ ვერ გადაწყდება. ამიტომ ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ დროულად გამოვიდეთ ამ კრიზისიდან”, - განაცხადა ჩიხლაძემ.