სამართალი
სააკაშვილი: ივანიშვილს ეშინია სანქციების, რადგან ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა!

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ამერიკას, მათ შორის, არჩევნებში დამარცხებულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკავშირდება.

ზუსტად ვიცი, რომ შეუთვალა [ივანიშვილმა] ამერიკელებს და ყველას, რომ თუ გინდათ, დროებით წავალ საფრანგეთში, თუ გინდათ, ამერიკაში ჩამოვალ და მანდ ვიქნები დროებით, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ტრამპის კამპანიას აფინანსებდა სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის მეშვეობით და ახლა ძალიან დაშინებულია ამ ფაქტის გამო და ისე, როგორც დაშინებულია ძალიან მძიმე ციფრების გამო, რომლებიც გამოკითხვებში მათ ყოველკვირეულად ამოსდის. მან იცის, რომ საქართველოში მიწა ეწვის ფეხქვეშ...“, – განაცხადა სააკაშვილმა.