უცხოეთი
სერბეთმა ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა მიიღო

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. სერბეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა მიიღო.

ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი ბელგრადის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ვუჩიჩი დახვდა.

ცნობისთვის, ჩინური ვაქცინა უკვე გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინში.

1tv.ge