უცხოეთი
ჯო ბაიდენმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ ტრანსგენდერი ქალი წარადგინა

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. შეერთებული შტატების არჩეულმა-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ ტრანსგენდერი ქალი რეიჩელ ლევინი წარადგინა.

ლევინის კანდიდატურა სენატმა უნდა განიხილოს. დამტკიცების შემთხვევაში ის იქნება პირველი ღიად ტრანსგენდერი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელიც სენატმა დაამტკიცა.

რეიჩელ ლევინი ამჟამად პენსილვანიის შტატის ჯანდაცვის მდივნად მუშაობს და ხელმძღვანელობს შტატში კორონავირისუს პანდემიის რეაგირების გუნდს.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რეიჩელ ლევინის წარდგენა ისტორიული არჩევანია და მისი კვალიფიკაცია, ლიდერობა და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პანდემიის დაძლევაში.

ghn.ge