საზოგადოება
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 2010 წლის მოხსენების წარდგენისას განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატის ურჩი უწყებების სიაში წელსაც მოხვდა.
„როდესაც ვეკითხებით A-ს, გვპასუხობენ B-ს“, – აღნიშნა ტუღუშმა.
აღსანიშნავია, რომ სუბელიანის უწყების გარდა, პრობლემატურ უწყებებად სახალხო დამცველმა პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო დაასახელა.