აქტუალური
ლეიბორისტები პრეზიდენტისგან გლეხებისთვის სახნავ-სათესი მიწების დასამუშავებლად საჭირო საწვავის დარიგებას მოითხოვენ

xvna2როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიწები დაუმუშავებელია არა გლეხობის სიზარმაცისა და მუქთახორობის, არამედ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ საწვავზე ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი და გლეხებს მოსახნავად საჭირო დიზელის შეძენა არ შეუძლიათ.

„მოვუწოდებთ სააკაშვილს, თავი შეიკავოს ქვეყნისათვის არაფრისმომცემი მოგზაურობებისგან და დაზოგილი თანხებით შეძენილი დიზელის საწვავი გლეხებს დაურიგოს, რათა საგაზაფხულო სამუშაოები დროულად ჩაატარონ“, – დასძინა ჯიბლაძემ.