უცხოეთი
თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა აშშ-ის სანქციებსა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი.რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ჰასან როჰანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა აშშ-ის სანქციებსა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

თურქეთის პრეზიდენტმა ირანელ კოლეგას განუცხადა, რომ აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა სურს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთ-ირანის ურთიერთობების განმტკიცების მტკიცე სურვილს.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, ლიდერებმა განიხილეს ეკონომიკის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების საკითხები, ასევე იმსჯელეს სხვა სფეროებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს შეუწყობს თურქეთ-ირანის თანამშრომლობას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

1tv.ge