უცხოეთი
მარკ კლეიტონი ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი ეხმაურება და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„დილით „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისის სცენებით შოკირებული ვარ. თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ბოლო რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში“ – წერს, ბრიტანელი დიპლომატი სოციალურ ქსელ, „თვითერში.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დააკავეს.

1tv.ge