პოლიტიკა
დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება! - უბრძანებს ქართველებს ეუთო–ს თავმჯდომარე

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ენ ლინდე მხარეებს მოუწოდებს, გამუხტონ ვითარება და განაახლონ დიალოგი.

„თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარისადმი, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, – წერს ლინდე.