საზოგადოება
პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

tornროგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ციკლონური შტორმით გამოწვეული ტორნადოს შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა“.

„საქართველოს პრეზიდენტი, ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობას  უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკელ ხალხს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტიქიურ უბედურებას ამერიკაში, ბოლო მონაცემებით, რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.