პოლიტიკა
ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროსა და ერაყის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

SchengenVisaალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროსა და ერაყის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღის განმავლობაში დასარჩენად ვიზა აღარ დასჭირდებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტში დღეს შევიდა.

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეც გამოეხმაურა, რომლის განმარტებით, „საზღვრების გახსნა და გამარტივებული მიმოსვლა ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“.

 

„ვცდილობთ, საქართველოს საზღვრები გახსნილი იყოს იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის, რომლებიც აქ ტურისტული, ეკონომიკური და სავაჭრო მიზნებით შემოდიან. თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მათთვის ნებისმიერი ბარიერი და ბიუროკრატიული პროცედურა მოვხსნათ“, – განაცხადა კალანდაძემ.