პოლიტიკა
თბილისში სააკაშვილისა და გრიბაუსკაიტეს შეხვედრაა დაგეგმილი

dalia_gribauskajteდღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა, რომელიც ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

„ამ ვიზიტით ის ტრადიციული ურთიერთობა გრძელდება, რომელიც ორ მეგობარ სახელმწიფოს – საქართველოსა და ლიტვას შორის ჩამოყალიბდა. კარგად გვახსოვს ლიტვის მიერ გამოხატული მხარდაჭერა მძიმე პერიოდში. ჩვენთვის ლიტვის პრეზიდენტის მასპინძლობა დიდი პატივია“, – განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, რომლის ინფორმაციით, პრეზიდენტები ორმხრივი თანამშრომლობის მთელ სპექტრს განიხილავენ, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.

ამასთან, თბილისში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაციის ვიზიტი იგეგმება. მათ შორის, მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გირცვალდ კრისტოპისი ეწვევა. ამავე თვეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ შვარცენბერგის ვიზიტიც იგეგმება. ორივე სტუმარი, ასევე, შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს.