უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი.აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 249 492 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 3 404 ლეტალური აღმოჩნდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კარანტინის რეჟიმი მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა.

1tv.ge