უცხოეთი
1 აპრილისთვის: პესკოვმა გაამხილა, როგორ ხუმრობს პუტინი

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმირუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმირ პუტინი ადამიანურად ხუმრობს, აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხუმრობა უყვარს, ამის შესახებ ისაუბრა მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, ამის შესახებ წერს РИА Новости.

მან აღნიშნა, რომ კრემლის ადმინისტრაციაში მიღებულია ხუმრობა.

„თანაც როგორ“, - უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვაზე.

კრემლის წარმომადგენელი დეტალებში არ შესულა, მაგრამ დააზუსტა, რომ ვლადიმირ პუტინი ამას „ადამიანურად“ აკეთებს.

კითხვაზე, ეხუმრება თუ არა მას პრეზიდენტი, პესკოვმა თქვა, რომ „გამუდმებით“.

1 აპრილს რუსეთში, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სიცილის დღეს აღნიშნავენ, ამ დღესასწაულზე ხუმრობენ და სასაცილო ოინებს იგონებენ.

sputnik-georgia.com