პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - გახარია ჩვენი კონკურენტია

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია კენჭს იყრის ადგილობრივ არჩევნებში, ის ჩვენთვის კონკურენტი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი გახარიამ მმართველი პარტია და პრემიერის პოსტი მარტის დასაწყისში დატოვა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

„ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელმაც შეიძლება იყაროს კენჭი მერობაზე, იქნება ოპონენტი. კონკრეტულად გიორგი გახარიამაც რომ იყაროს კენჭი, ის, რა თქმა უნდა, იქნება ოპონენტი“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან მან გამორიცხა მმართველი პარტიის მხრიდან თავისი კანდიდატის მოხსნის შესაძლებლობა იმ ქალაქში, სადაც გახარია იყრის კენჭს.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოს 63 რაიონსა და თბილისში 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.