პოლიტიკა
დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 7 აპრილს უკრაინელ კოლეგას, დმიტრი კულებას ტელეფონით ესაუბრა და მასთან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მხარეებმა რუსული ოკუპაციის კონტექსტში საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაძაბულობის დეესკალაციაში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

აღნიშნა, რა რომ „საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან ქართველ კოლეგას „უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია“.

„მადლიერი ვარ საქართველოს მიერ გამოხატული ძლიერი სოლიდარობისა და მის მიერ გამოთქმული მზადყოფნისა, რომ უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად ერთობლივად ვიმუშავოთ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.