სამართალი
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პოლიციის აღლუმი ბათუმის ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე დღეს, 12:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ღონისძიების ორგანიზატორი კი, თავისთავად, შინაგან საქმეთა სამინისტროა.სამაგიეროდ, ცნობილია ის, რომ პროფესიულ დღეს ქართულ პოლიციას საქართველოს პრეზიდენტი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირადად მიულოცავენ.
გარდა ამისა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეისთვის სხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი. მათ შორის, ამ წუთებში ბათუმის უნივერსიტეტიდან თეატრამდე საბავშვო აღლუმი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ბავშვთა მე-10 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და ბათუმის დელფინარიუმი გაიხსნება, საღამოს კი ევროპის მოედანზე გალა კონცერტი შედგება.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისი პოლიციის დღედ გასულ წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა, რასაც ოპოზიციური სპექტრის გაღიზიანებაც მოჰყვა და შს სამინისტროს წინ გამართულმა პირველმა აღლუმმა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.