აქტუალური
განმუხური თავისუფალ ტურისტულ ზონად ცხადდება

ganuxur_zonaქობულეთისა და ანაკლიის შემდეგ თავისუფალ ტურისტულ ზონად განმუხური გამოცხადდება. პარლამენტმა შესაბამისის დადგენილება უკვე მიიღო. „თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები უკვე განხორციელდა.

2010 წლის ოქტომბერში „თავისუფალი ზონის შესახებ“ კანონი კონკრეტული ტურისტული ზონის განვითარების მიზნით იქნა მიღებული, რომელიც 15 წლის განმავლობაში მოგებისა და ქონების გადასახადისგან ათავისუფლებდა ინვესტორს, ვინც, სულ ცოტა, 1 მლნ ლარს ჩადებდა ქობულეთის ტურისტული ზონის განვითარების საქმეში. მოგვიანებით კანონში განხორციელდა ცვლილება ანაკლიის ტურისტული ზონის შექმნის შესახებ.

ხშირი საკანონმდებლო ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით, ბოლო ცვლილებით, კანონში განმუხურში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის დებულების დამატების გარდა, მთავრობას მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილება, სხვა ასეთი ზონები დადგენილების საფუძველზე შექმნას.