სამართალი
ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელში სარაკეტო იერიშის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

ამის შესახებ ლაშა ჟვანიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელჩი ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე. არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი. შევიდნენ დაცულ ოთახებში. თუ ასეთი არ არსებობს, კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში“, – აცხადებს ლაშა ჟვანია.