საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ლეგალური მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ

evropaამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთთან მოლაპარაკებები უკვე დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც საფრანგეთში ლეგალური მუშაობის უფლება საქართველოს 200 მოქალაქეს მიეცემა.

აღნიშნულ სიახლეს, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალკვალიფიციური კადრების გადაადგილების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნული ცვლილება მორიგ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მისი თქმით, ეს ფაქტი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„საქართველო ევროკავშირთან უკვე რამდენიმე წელია, ქმნის შესაბამის სამართლებრივ ბაზას. მთავრობის ყველა წევრს გვაქვს ძალიან მარტივი ინსტრუქცია პრეზიდენტისგან: გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. ეს დადებითი ფაქტია და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენ წინაშე მდგარი ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად“, – განაცხადა ვაშაძემ.