პოლიტიკა
კახა კუჭავა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესსა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ერთიანი გეგმის შექმნაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტსა და არსებულ მოლოდინებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და იმ წვლილს, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად შეაქვთ.