პოლიტიკა
საქართველოში USAID-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დონალდ სტეინბერგი ჩამოდის

don_steinbergსაქართველოს დღეს, 10 მაისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე დონალდ სტეინბერგი ეწვევა.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, სტეინბერგი საქართველოში USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნობა.

„სტეინბერგი USAID-ის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნობა და იმ ადგილებს ეწვევა, სადაც უკვე მოქმედებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტ“, – აცხადებენ ამერიკელი დიპლომატები.

დონალდ სტეინბერგი USAID-ის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა.