პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დაიწყო

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა 10-12 ივნისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

პრეზიდენტი ნაუსედა ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა, სადაც მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი დახვდა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გააცნო.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ნაუსედა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდება.