პუბლიკაციები
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას რუსეთს ნატოს გენმდივანი სთხოვს! - გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ბიბლიურმა მოსემ ებრაელი ხალხი 40 წლის მანძილზე ატარა უდაბნოში, ვიდრე აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. ბევრია, რა თქმა უნდა, 40 წელიწადი, მაგრამ არ არის უსასრულობა. ქართველ ხალხს კი, როგორც ჩანს, უსასრულოდ მოუწევს პირობით უდაბნოში ხეტიალი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას რუსეთს ნატოს გენმდივანი სთხოვს!

ეს დაადასტურა ქართველების “მოსემ”, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის სამიტის დაწყების წინ, ე. წ. მარშალის ფონდის ონლაინ-კონფერენციაზე. კერძოდ, გენმდივანმა განაცხადა:

ვადასტურებთ ბუქარესტის [2008 წლის აპრილის] სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ, რომ ნატოს კარი ღია რჩება და რუსეთს არ გააჩნია გავლენა ამ პროცესზე. ჩვენ არაფერი გვითქვამს მაშინ, გაწევრიანების ვადების შესახებ და ახლაც არაფერს ვიტყვით”.

აი ასე – ვადები ანუ გაწევრიანების გეგმა არ სახელდება, არადა, სწორედ კონკრეტული ვადების დასახელება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ნატომ რაღაც ვალდებულებები აიღო ჩვენს წინაშე, სხვანაირად – არა. ასე, გაწევრიანების ვადების დასახელების გარეშე, საქართველო და უკრაინა მუდმივ მოლოდინში უნდა იყვნენ, ისევე, როგორც რუსეთის დაშანტაჟება უნდა გაგრძელდეს – თუკი რუსეთი “კარგად” მოიქცევა, საქართველოს და უკრაინის ნატოში წევრობა უსასრულოდ გაიწელება. თუმცა, რუსეთის “ცუდი” მოქცევის შემთხვევაშიც არ დაჩქარდება ორი ბედოვლათი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია – რუსეთი ხომ სულ “ცუდად” იქცევა, იმაზე მეტი რაღა უნდა “დააშავოს”, რაც აქამდე არ ჩაუდენია?!

სტოლტენბერგის განცხადება რომ შემთხვევითი არ არის, აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ირიბად დაადასტურა. კერძოდ, მან უკრაინას პირობა დაუსვა – კორუფცია უნდა დაძლიოთ, ნატოს სტანდარტებს რომ შეესაბამებოდეთო… ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს? განა თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში ხელების ფათური, კორუფცია არ არის? მაგრამ ამერიკაში ეს მარტო ბაიდენის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს აღელვებთ, ბაიდენის დისკრედიტაციის მიზნით, თორემ, ამერიკა ბევრად უკეთესი არ არის კორუფციის თვალსაზრისით, ვიდრე უკრაინა.

   ისევ იენს სტოლტენბერგის კონფერენციას მივუბრუნდეთ. გარკვეულწილად, მომწონს ეს პოლიტიკოსი, საკმაოდ პირდაპირია და არაორაზროვან განცხადებებს აკეთებს. თუმცა ძალიან არ მომწონს ის, რომ ამ ნიჭიერმა დიპლომატს საქართველო გაწირული ჰყავს და ყველანაირად აქეზებს რუსეთს, საქართველოს დაქსაქსულობას, სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას შეუწყოს ხელი. დიახ, ეს ნამდვილად ასეა, რადგან სტოლტენბერგმა თქვა (პრინციპში გაიმეორა ის, რაც ადრეც თქმულა ნატოს სხვა ჩინოვნიკების მიერ): ნატოში საქართველოსა და უკრაინის შესვლამდე ამ ქვეყნებმა თავდაპირველად რუსეთთან თავიანთი ტერიტორიული კონფლიქტები უნდა მოაგვარონ, თორემ ასეთი გაწევრიანება ალიანსს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის პირას დააყენებს!

რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ სტოლტენბერგმა რუსეთს ქვეტექსტით უთხრა: არ მისცე საქართველოს თავის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის საშუალება, თორემ თუ საქართველო გაერთიანდა, მაშინ წევრად მივიღებთო!

რა თქმა უნდა, ფარისევლური მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ მანუკან წაიღოსაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე, როგორც ყირიმი დაუბრუნოს უკრაინასანგარიშში ჩასაგდებიც არ გახლავთ!

შესაბამისად, საქართველო, თავისი ამჟამინდელი საგარეო კურსით, ვერც “ტერიტორიულ მთლიანობას” აღადგენს და ვერც “სანუკვარ” ნატოში გაწევრიანდება. მწარე სიმართლე ეს არის, მაგრამ თუ სიმართლე გნებავთ – გაუძელით მწარე გემოს და ისე მიირთვით!

გულბაათ რცხილაძე