პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდა

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.