აქტუალური
რა შესთავაზა გახარიამ აშშ-ს? - საქინფორმი

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ბაიდენმა პუტინს უსახსოვრა ბროლის ბიონი - ამერიკის სიძლიერის სიმბოლო. საქართველოს ყოფილმა პრემიემა გახარიამ, არ დაკარგა რა დრო "ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვებასა" და სხვა სისულელეებზე, უცბადვე "სტაცა ხელი ხარს", უფრო სწორად, "ბიზონს რქებში" და გაემგზავრა აშშ–ში, სადაც სინამდვილეში ყველა საკითხი წყდება. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რა შესთავაზა გახარიამ ვაშინგტონს მხარდაჭერის სანაცვლოდ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ანალიტიკური საბჭოს ორგანიზებით ანალიტიკურ წრეებს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მოდერაციას უწევდა ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში და მთლიანად რეგიონში არსებულ მდგომარეობას და იმ გამოწვევებს რომელიც სახელმწიფოს დღის წესრიგში უდგას.

გიორგი გახარიამ ანალიტიკურ წრეებს საკუთარი პოლიტიკური პარტიის სამომავლო გეგმები და პროგრამა გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.