აქტუალური
სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

მანამდე უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი კიევს ოფიციალური ვიზიტით 22 ივნისს ეწვია. კიევში გაიმართა შეხვედრები უკრაინის პრემიერ დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.