აქტუალური
კიდევ ერთი შეზღუდვა ბანკებისთვის

erovnuli_bankiივნისიდან ძალაში შევა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კომერციულ ბანკებს კიდევ ერთი შეზღუდვა დაუწესდათ. სესხის ვადაზე ადრე დაფარვისთვის ბანკი კლიენტს ჯარიმის სახით, სესხის საერთო მოცულობის 2%-ზე მეტს ვეღარ გადაახდევინებს. საქართველოს ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვა მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს, რადგან აქამდე ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 7% იყო.

ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ საბანკო პოლიტიკის ანალიტიკოსებიც. მათი თქმით, იყო შემთხვევები, როცა მომხმარებელს სურდა, ერთ ბანკში აღებული სესხით მეორე ბანკის ვალი წინსწრებით დაეფარა, მაგრამ ფინანსური ინსტიტუტები ისეთ პირობებს ქმნიდნენ, რომ ამის გაკეთება კრედიტორებს აღარ უღირდათ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილება შეეხება როგორც ახალ, ისე ძველ ხელშეკრულებებს.