აქტუალური
საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივნისში 21.3%-ით გაიზარდა

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 ივლისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 21.3%-ით გაიზარდა და 6.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 25.5%-ით – 1.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 19.5%-ით – 4.3 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. ამავე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია.