აქტუალური
სააკაშვილის ოთხმა ტელეკომპანიამ საქართველოში მაუწყებლობა შეწყვიტა

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქინფორმს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ოთხი ტელევიზია საქართველოში სააკაშვილის სრული გამგებლობის ქვეშაა, რომელიც მათ დიდი ხანია აფინანსებს. დღეს ეს უკვე უდავო ფაქტია.

პრემიერის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ოთხმა ტელეკომპანიამ 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა.

ტელეკომპანია „პირველის“, „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „კავკასიის“ ეთერში შავი ფონია, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ. საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ. მორიგი საპროტესტო აქცია 17 ივლისსაა დაგეგმილი.