აქტუალური
ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა უმრავლესობა დატოვეს

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შვიდმა დეპუტატმა უმრავლესობის რიგები დატოვადა გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს, რადგან «ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაშორდა იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რისთვისაც 2012 წლიდან იბრძოდნენ.