აქტუალური
ვახტანგ გომელაურს 18 ივლისს რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს 18 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ.

გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა. შს მინისტი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.

როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნულ საკითხზე შს მინისტრი ოპოზიციამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიბარა.