აქტუალური
ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე საქართველოში ყოფილი ელჩი წარადგინა

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის კანდიდატურა მენეჯმენტის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.

ჯონ ბასი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველია, სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში, ავღანეთში, თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და ეკავა მაღალი თანმდებობები სახელმწიფო დეპარტამენტში.