აქტუალური
კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას დაემატა.

ამის შესახებ ინფორმაცია იუნესკო-ს გვერდზე ვრცელდება.

„კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას დაემატა. „ბრავო!“, – წერია იუნესკო-ს გვერდზე.

კოლხეთის ეკოსისტემა იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში 2007 წლის 24 ოქტომბრიდანაა შეტანილი.