სამართალი
შსს: ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებენ.

„სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში.

მთაწმინდის ფერდობზე ავსტარლიის მოქალაქის ცხედარი გუშინ იპოვეს.