უცხოეთი
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ეს ფეისბუკში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დაადასტურა ავღანეთის ეროვნული შერიგების საბჭოს თავმჯდომარემ, აბდულა აბდულამ. ამასობაში თალიბანი დედაქალაქ ქაბულის გარეუბნებში შევიდა. ქაბული ავღანეთის ერთადერთი მსხვილი ქალაქია, რომელიც ჯერჯერობით არ დაუკავებია თალიბანს.

მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ ქალაქს ძალის გამოყენებით არ აიღებენ. როგორც იტყობინებიან, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის თაობაზე.

როგორც ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა უთხრა მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით, ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ სატარ მირზაკვალმა 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მოხდება დროებითი მთავრობისთვის ხელისუფლების „მშვიდობიანი“ გადაცემა.

radiotavisupleba.ge