უცხოეთი
უზბეკეთი აცხადებს, რომ თავის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო ავღანეთის საბრძოლო თვითმფრინავი

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. უზბეკეთის განცხადებით, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი, მას შემდეგ, რაც ხომალდი უკანონოდ შევიდა შუა აზიის ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში.

უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ თავდაცვითმა ძალებმა წინა დღეს აღკვეთეს "უზბეკეთის საჰაერო საზღვრებში ავღანეთიდან სამხედრო თვითმფრინავის უკანონო შეჭრა", შერობოდის ოლქში.

სამინისტროს თანახმად, ციცხალი გადარჩა ორი ავღანელი პილოტი, რომლებიც საავადმყოფოში არიან და მათი მდგომარეობა მძიმეა. სხვა მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

განცხადების ფონია თალიბანის მებრძოლების მიერ ქაბულის დაკავება, რასაც ავღანეთის დედაქალაქიდან ხალხის მასობრივი გადინება მოჰყვა. გავრცელებული ცნობებით, ასობით ავღანელმა, მათ შორის სამხედროებმა და ადგილობრივმა პოლიციელებმა, ბოლო კვირებში, თალიბანის წინსვლის ფონზე თავი შეაფარეს შუა აზიის მეზობელ ქვეყნებს.

radiotavisupleba.ge