უცხოეთი
თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთიდან 3 200 ადამიანი გაიყვანეს

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთიდან 3 200 ადამიანი გაიყვანეს. როგორთ თეთრი სახლის წარმომადგენლმა განაცხადა, მხოლოდ 17 აგვისტოს თვითმფრინავებით 1 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა 15 აგვისტოს ქაბული დაიკავეს და 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნეს. აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეებისა და ადგილობრივების ნაწილის ევაკუაცია დაიწყეს.

თავდაპირველად, ევაკუაცია ქაბულის აეროპორტში ქაოსში გადაიზარდა. ათასობით ავღანელი ცდილობდა, თვითმფრინავებში ყველა საშუალებით მოხვედრილიყო. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ახლა სპეციალისტები სწავლობენ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს, რომ ორი ავღანელი აფრენილი ამერიკული თვითმფრინავიდან ჩამოვარდა. ყატარში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ შასის მექანიზმში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.

1tv.ge