პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდება

MikheilSaakashviliროგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტი სააკაშვილი უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით მიმდინარე კვირას ეწვევა.

„სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი შეხვედრას თავის უნგრელ კოლეგასთან გამართავს. შეხვედრებზე საუბარი საქართველო-უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას შეეხება“, – განმარტა მანჯგალაძემ.