უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთთან კავშირი სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ მინისტრის თქმით, რუსეთთან კავშირი სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული კავშირი და სომხეთის წევრობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ეს პუნქტები შევა ჩვენს პროგრამაში“, – განაცხადა ფაშინიანმა

მისივე თქმით, სომხეთის ახალი მთავრობის პრიორიტეტი ასევე არის ყველა სატრანსპორტო კვანძის გახსნა.

„სომხეთი მზადაა, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რათა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს“, – განაცხდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაჭრა სამთავრობო პროგრამის ძირითადი პუნქტია.

სომხეთის ახალი მთავრობა თავის პროგრამას პარლამენტს 24 აგვისტოს წარუდგენს.

1tv.ge