უცხოეთი
ჟოზეფ ბორელი - დასავლეთმა უზარმაზარი თანხები ჩადო ავღანეთში, მხოლოდ აშშ-მა დღიურად 300 მილიონი დოლარი დახარჯა ბოლო 20 წლის განმავლობაში

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. დასავლეთმა უზარმაზარი თანხები ჩადო ავღანეთში, მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა დღიურად 300 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ჩავდეთ უზარმაზარი რესურსი ავღანეთში – მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა დღიურად 300 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა ამ ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ბორელმა.

1tv.ge