სამართალი
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავეს

arrested11როგორც შსს-ის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2011 წლის 19 აპრილს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის თორნიკე ქოროღლიშვილი, ხოლო ამავე ასაკის არასრულწლოვანი მრავლობითი ჭრილობებით  საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

„გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დაკავებულია წარსულში  ნასამართლევი 17 წლის არასრულწლოვანი, რომელიც თორნიკე ქოროღლიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. ამასთან, დაკავებულია აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ოთხი პიროვნება. გამოძიება სსკ-ის 376-ე, 108-ე და მე-19-108-ე  მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.