საზოგადოება
„ქართული პარტია“ „სახალხო კრებას“ 21 მაისს თანამშრომლობას სთავაზობს

dialogioროგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ საუბრისას განაცხადა, ამ მიზნით ის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.

მისი თქმით, შექმნილი რეალობიდან და საზოგადოების მოლოდინიდან გამომდინარე, „ქართული პარტია“ მზად არის, „სახალხო კრებასა“ და ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციები დაიწყოს.

„მზად ვართ, დღეიდანვე დავიწყოთ ღია კონსულტაციები 21 მაისის გადაწყვეტილების ფარგლებში იმ წარმონაქმნთან, რასაც „სახალხო კრება“ ჰქვია. ეს ჩვენი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო“, – განაცხადა კიწმარიშვილმა და დასძინა, რომ პარტია მზადაა ყველა იმ ძალასთან კონსულტაციებისთვის, ვინც ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში არაა ჩართული.

როგორც ჩანს, ოქრუაშვილის პარტიას გუშინდელი აქციის შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარა და გადაწყვიტა, 21 მაისს პოლიტიკური მოთხოვნები ბურჯანაძესთან ერთად გააჟღეროს, თუმცა რას გადაწყვეტს კრება ან ყოფილი სპიკერი, ჯერჯერობით უცნობია.