პოლიტიკა
ომბუდსმენი - არჩევნების გადადებაზე: პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ადამიანების გარდაცვალება რატიმ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს? - აცხადებს სახალხო დამცველი და არჩევნების გადადების აუცილებლობაზე საუბრობს. ნინო ლომჯარას თქმით, მისი მიმართვის ადრესატი პრემიერია, რომელსაც აქვს უფლება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა:

ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერმინისტრი. მას აქვს უფლება, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ასევე მივმართავ ეპიდემიოლოგებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, რამდენად ელოდებიან არჩენების შემდგ ინფიცირებულების ზრდას და არის თუ არა მზად ჯანდაცვის სექტორი, - ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, ეპიდემიოლოგებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და გააკეთონ პროგნოზი, ამ პროგნოზის შემდეგ კი პოლიტიკოსებმა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება.

ნინო ლომჯარიას თქმით, მისი ინიციატივის საფუძველი შარშანდელი არჩევნებია, რომლის შემდეგაც ეპიდვითარება დამძიმდა, წელს კი ვითარება, როდესაც ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა, არჩევნებამდე 1 თვით ადრე დადგა:

როდესაც დღეს ჯანდაცვის სექტორი იმდენად გადატვირთულია, რომ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტლებზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუკი ყველა ვაღიარებთ რომ არჩევნები ზრდის მობილობას და ინფიცირებულთა რაოდენობას, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს 1 თვეში? რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე? იმიტომ რომ 1 თვეში როდესაც ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, – ამბობს ნინო ლომჯარია.