რელიგია
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიების მრევლისათვის

sapatrმასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 მაისს სოხუმში აფხაზეთის სასულიერო პირთა ნაწილი შეიკრიბა. როგორც ჩანს, ამ შეკრების მიზეზი შიდა დაპირისპირება გახდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც აფხაზეთში ხდება და, განსაკუთრებით, ეკლესიის შიდა პროცესები და, ბუნებრივია, მტკივნეულად აღვიქვამთ მართლმადიდებელ აფხაზებს შორის არსებულ დაპირისპირებებს.

სწორედ ამიტომ მივმართავთ შეკრებილებსა და ყველა მართლმადიდებელს, ვინც ამ წმიდა მიწაზე ცხოვრობს და მოვუწოდებთ, დადგნენ გარე ძალების მიერ ინსპირირებულ პროცესებზე მაღლა (რაც არის კიდეც არსებული დაპირისპირების მიზეზი) და სიყვარულითა და მშვიდობისმყოფელობით აღვადგინოთ კანონიკური ერთობა ჩვენ შორის.

ქართული ეკლესია მუდამ იყო და ახლაც მზადაა, ჩაატაროს შეხვედრები და მოლაპარაკებები მთელ მრევლთან, აფხაზეთის სასულიერო პირებთან.

უფალმა დაგლოცოთ!