უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა გორისი-კაპანის საავტომობილო გზა გადაკეტა

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა გორისი-კაპანის საავტომობილო გზა გადაკეტა.

სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გზის გადაკეტვის მიზეზად აზერბაიჯანმა თავის მესაზღვრეზე სომხეთის მხრიდან ხიშტ-დანით თავდასხმა დაასახელა, რაც ფაშინიანის თქმით, სინამდვილეში არ მომხდარა.

ფაშინიანის განცხადებით, თუ აზერბაიჯანის მხარეს თავდასხმის დამადასტურებელი საბუთები აქვს, გამოძიების ჩასატარებლად სომხეთს უნდა გადასცეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სიუნიქი არ არის მოწყვეტილი სომხეთს და ვითარების მიუხედავად, მთავრობის მუშაობა სატრანსპორტო კავშირების მოწესრიგებისკენ არის მიმართული.

1tv.ge