უცხოეთი
კაპიტოლიუმის შტურმის გამო, შვიდმა პოლიციელმა დონალდ ტრამპს უჩივლა

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის გამო, შვიდმა პოლიციელმა დონალდ ტრამპს უჩივლა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სარჩელის ავტორები ამტიცებენ, რომ კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებმა, რომელშიც ტრამპი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა.

მათი მტკიცებით, ტრამპმა იცოდა, რომ ვაშინგტონში მიმდინარე აქცია შეიძლებოდა ძალადობაში გადაზრდილიყო, თუმცა თავადაც აქტიურად უწყობდა ხელს აღნიშნულს, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ეს მოვლენები არჩევნების შედგების დამტკიცებას შეუშლიდა ხელს. სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ფარულად თანამშრომლობდა სხვადასხვა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებთან.

ეს არ არის პირველი სარჩელი, რომელიც კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოშია შეტანილი. ტრამპის ადვოკატს სარჩელთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. არეულობის დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი.

1tv.ge