პოლიტიკა
კარლ ჰარცელი: მადლობა საქართველოს, ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში ძლიერი მხარდაჭერისთვის

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ კარლ ჰარცელი „ტვიტერში“ წერს.

„მადლობა საქართველოს, ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში ძლიერი მხარდაჭერისთვის, ამან საშუალება მისცა ევროკავშირის ქვეყნებს სწრაფად და უსაფრთხოდ მოეხდინათ თბილისის აეროპორტის საშუალებით ტრანზიტი“, - აღნიშნავს დიპლომატი.